ახალი ამბები
როგორ მიხვდეთ, რომ თაღლითები რეკავენ
21-ე საუკუნეში ხშირია თაღლითობები და ამისთვის თაღლითები ხშირად იყენებენ მოტყუების სხვადასხვა მეთოდს. ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თაღლითი გიკავშირდებათ და თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი შედეგები.

ბანკიდან დაგირეკეს


შეიძლება მართლაც ბანკიდან დარეკონ, ბანკის თანამშრომლებმა ჩაატარონ გამოკითხვა იმის შესახებ, კმაყოფილი ხართ თუ არა მათი მომსახურებით, მაგრამ ისინი ნამდვილად არ მოითხოვენ თქვენგან ფულის სხვა ანგარიშზე გადარიცხვას ან „დაკარგული მონაცემების“ მიწოდებას. თაღლითებმა შეიძლება შეგაშინოთ იმ ინფორმაციით, რომ ბანკის სისტემა გატეხილია და თქვენს დანაზოგს საფრთხე ემუქრება, ან რომ მათ მიიღეს მოთხოვნა თქვენს სახელზე სესხის აღების შესახებ. ამიტომ ყურადღებით იყავით, თუ რამე დაემართება თქვენს ანგარიშს, ამის გადამოწმება ადვილია. თავად დარეკეთ ბანკის ცხელ ხაზზე და დააზუსტეთ ყველა დეტალი. პირველ რიგში, დააკვირდით ნომერს. თუ უცნაური ნომერია და ტექსტში ბმულია გამოგზავნილი, არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ!

თქვენს ნათესავს რაღაც დაემართა

ხანდახან თაღლითები თავს წარმოადგენენ, როგორც სპეცსამსახურების თანამშრომლები (როგორიცაა პოლიცია ან საგანგებო სიტუაციების სამინისტრო). ამ ტიპის ტყუილს მათთვის დიდი წარმატება მოაქვს. როცა ისინი გეტყვიან, რომ რაიმე სახის უბედურება დაემართა თქვენს ახლობელს, სწრაფად ვარდებით პანიკაში და გერთვებათ კრიტიკული აზროვნება. უმეტესობა მზად არის გააკეთოს ყველაფერი ძმის, დის, მეგობრის ან მშობლის დასახმარებლად. ოპერაციისთვის თანხების სასწრაფო გადარიცხვა სხვა არაფერია, თუ არა ბოროტი ტყუილი.

ჯარიმა უნდა გადაიხადოთ

აჩქარდით სადმე? მოდით შევადგინოთ ოქმი! მათ ასევე შეიძლება მოგატყუონ, რომ თუ ჯარიმას უფრო სწრაფად გადაიხდით , ის ნაკლები იქნება. თუ თაღლითს აქვს შთამბეჭდავი, მუქარის ხმა და ოსტატურად წარმოაჩენს თავს დაზვერვის ოფიცრად (თავს წარგიდგენთ წოდების მითითებით, კონსტიტუციის ტერმინებითა და პუნქტებით), გონიერმა ადამიანმაც კი შეიძლება ვერ განასხვავოს.

თქვენ მოიგეთ პრიზი


არა მხოლოდ შიში, არამედ სიმდიდრის წყურვილიც ზოგჯერ ხელს უშლის ლოგიკურ აზროვნებას. სიტუაცია ასეთია: თაღლითები გაცნობებენ, რომ მოიგეთ პრიზი რომელიმე ჟურნალის შეძენით ან იმით, რომ ხართ რომელიმე მსხვილი საწარმოს კლიენტი. ამის მისაღებად, თქვენ უბრალოდ უნდა გადაიხადოთ გარკვეული თანხა. მაგალითად, ეს თანხა არის პრიზის ღირებულების მხოლოდ 3%. ფულის მიღების შემდეგ თაღლითები სამუდამოდ ქრება თქვენი ცხოვრებიდან.




წყარო: primetime.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.