ახალი ამბები
პროდუქტები, რაშიც მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს - კვლევა
მოსახლეობა ყველაზე მეტს აგრარულ
პროდუქტებზე ხარჯავს, სადაც ბრენდული ქსელების წილი მცირეა - ამის
შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფადბრუნვადი
სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევაში.
„ხორცის, რძის პროდუქტების და ხილ-ბოსტნეულის წილი მომხმარებლის FMCG
დანახარჯებში 40.7%-ს შეადგენს, მაშინ როცა ბრენდული ქსელების
შემოსავლებში ამ კატეგორიების ჯამური წილი მხოლოდ 19.5%-ია, რაც
მიუთითებს ძალიან დიდ აუთვისებელ პოტენციალზე“, - აღნიშნულია
კვლევაში.
კვლევის თანახმად, ერთი ოჯახის ყოველთვიური დანახარჯები FMCG
პროდუქციაზე 1 450 ლარს შეადგენდა 2023 წელს, რაც ხარჯების
45.1%-ია.
ამასთან, კვლევის მიხედვით, სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით
ვაჭრობის (FMCG) სექტორი 2018-2023 წლებში საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა
და 2024-2028 წლებში 10%-იან ზრდას გააგრძელებს.
წყარო:
bpn
გააზიარეთ :