„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის
„იმედის“ ინფორმაციით,
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე
შეცვლის.
ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“
პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 1-ელ
თებერვალს გასაჯაროვდება.
როგორც „იმედი“ იუწყება, 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ პარტიული
ყრილობის გამართვა იგეგმება.
„ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს
დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე, ასევე, დაიკავებს პარტია „ქართული
ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, - აცხადებს „იმედი“.