ახალი ამბები
ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე დაბალი პოლონეთშია, ყველაზე მაღალი აშშ-ში - რეიტინგი
გასული წელი ქართული ღვინისთვის გამორჩეული წელი იყო, რაც ღვინის ექსპორტიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავალში აისახა,თუმცა რეკორდული შემოსავლის ფონზე ექსპორტი მოცულობაში შემცირებულია.

2023 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 259.039 დოლარის 89 509 883 ლიტრი ღვინო გაიტანა. 2022 წელს უცხოეთში 252.548 მლნ დოლარის 101 662 064 ლიტრი ღვინო იყო გატანილი. ამასთან, 2023 წელს საშუალო ფასი 41 ცენტით არის გაზრდილი, თუ 2022 წელს ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარამდე გაიზარდა. საექსპორტო ფასი ბოლო წლებში შემცირებულია. მაგალითად, 2018 წელს საშუალო ფასი 3.14 დოლარი იყო.

TOP 10 ბაზარს შორის, ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე დაბალი პოლონეთშია, ყველაზე მაღალი აშშ-ში.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების რეიტინგი საშუალო ფასის მიხედვით:

აშშ - საშუალო ფასი $6.19 / 5.612 მლნ დოლარი / 906 511 ლიტრი ღვინო
გერმანია - საშუალო ფასი $4.66 / 4.620 მლნ დოლარი/ 991 217 ლიტრი ღვინო
ჩინეთი - საშუალო ფასი $3.69 / 11.690 მლნ დოლარი/ 3 165 799 ლიტრი ღვინო
ლატვია - საშუალო ფასი $3.55 / 4.074 მლნ დოლარი/1 147, 000 ლიტრი ღვინო
ლიეტუვა - საშუალო ფასი $3.32 /2.166 მლნ დოლარი/ 651 627 ლიტრი ღვინო
ყაზახეთი - საშუალო ფასი $3.09 / 9.015 მლნ დოლარი / 2 914 542 ლიტრი ღვინო
ბელარუსი - საშუალო ფასი $2.89 / 8.013 მლნ დოლარი / 2 802 150 ლიტრი ღვინო
უკრაინა - საშუალო ფასი $2.79 / 14.481 მლნ დოლარი/ 5 188 531 ლიტრი ღვინო
რუსეთი - საშუალო ფასი $2.70 / 168.304 მლნ დოლარი / 62 282 750 ლიტრი ღვინო
პოლონეთი - საშუალო ფასი $2.51 / 15.046 მლნ დოლარი / 5 973 970 ლიტრი ღვინო


წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.