როგორ სარგებლობენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით ბორჯომში
10:36 / 25.01.2024
კლიმატის ცვლილების შესარბილებლად
მსოფლიოში და საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა
განახლებადი ენერგიის წყაროები.
მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა
ენერგიაზე. ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა წიაღისეული
საწვავი: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.
მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, იზრდება მათი მოპოვებისას,
გადამუშავებისას და გამოყენებისას გარემოზე მიყენებული ზიანიც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღიდან 3 უკვე მზის ელექტრო
სადგურებიდან მიღებულ სუფთა ენერგიას იყენებს. გარდა იმისა რომ
გარემოს ნაკლები ზიანი ადგება ხარჯსაც ამცირებს. ბორჯომის ბაღების
გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში, იმ
საბავშვო ბაღებში, სადაც განახლებად ენერგიას მოიხმარენ, ენელექტრო
ენერგიის გადასახადი ფაქტობრივად განულდა.
ბორჯომის საბავშვო ბაღებში მზის ელექტრული სადგურები 2022 წლიდან
დამონტაჟდა არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების
ჩართულობით, სადგურები ნეტო-აღრიცხვის ქსელში არიან ჩართულები.
მონტაჟიდან დღემდე გამომუშავებული აქვს 65 მეგა ვატი ელექტრო ენერგია.
გარდა საბავშვო ბაღებისა, მზის ელექტრო სადგურები ადგილობრივი
ხელისუფლების ჩართულობით დამონტაჟდა კოდიანზე, გუჯარეთის ხეობასა და
თორში, სადაც მოსახლეობას ალტერნატიული ენერგიის მიღების საშუალება არ
ჰქონდა. კუნძულოვანი მზის სადგურებიდან მიღებულ ენერგიას ისინი
ადგილზე მოიხმარენ.
გარდა მზის სადგურებისა ბორჯომში, ქვაბისხევში მცხოვრებლების ნაწილი
აქტიურად მოიხმარს ენერგოეფექტურ ღუმელებს და მზის ჰელიო სისტემის
წყლის გამაცხელებლებს, რომელიც მათ პროექტის ფარგლებში გადაეცათ.
სოფელში ბუნებრივი აირი ჯერ-ჯერობით არ არის, ადგილობრივების თქმით
ენერგოეფექტური ღუმელები ამცირებს ხარჯსაც და გარემოზე ნეგატიურ
ზეგავლენასაც
განახლებადი ენერგიის წვლილი ყოველწლიურად იზრდება, როგორც
ადამიანისთვის ასევე გარემოსთვის. გიორგი მუხიგულაშვილის თქმით, მზის
ელ. სადგურები ბოლო პერიოდში ქვეყანაში ძალიან განვითარდა. ამას ხელი
შეუწყო ნეტო აღრიცხვის სისტემის შემოღებამ, რაც გულისხმობს რომ
ცალკეულ მომხმარებლებსაც შეუძლიათ გახდნენ განახლებადი ენერგიის
მწარმოებლები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.