ახალი ამბები
ნუმეროლოგია: როგორ გამოვთვალოთ რა გველის 2024 წელს
იანვარი ყოველთვის ცვლილებებთან, ახალ იდეებსა და იმედებთან ასოცირდება. მართალია, საოცრად მობილურ და მოულოდნელობებით სავსე რეალობაში ძალიან რთულია მომავლის პროგნოზირება, მაგრამ ისეთი სწავლებების წყალობით, როგორიც ფენ-შუი, ეზოთერიკა და ასტროლოგიაა, მეტ-ნაკლებად მაინც შეიძლება მომავლის განსაზღვრა, უსიამოვნებებს მორიდება და სასიკეთო შანსების გამოყენება.




ნუმეროლოგია

პოპულარული სწავლებების ფონზე უსამართლოდ დაიჩაგრა საკმაოდ საინტერესო და აზარტული ნუმეროლოგია - ციფრების უნივერსალური ენის სიმბოლური სისტემა, რომლის თანახმად ყველა ციფრს თავისი ვიბრაცია, ენერგია და მნიშვნელობა აქვს. მეტიც, ნუმეროლოგების რწმენით, სწორედ ციფრებში დაშიფრული ინფორმაცია განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს და მის მომავალს, გლობალურ მოვლენებსა და საერთო ტენდენციებს.


2024 წელი - ნაკიანი და კარმული წელი

ნუმეროლოგიის სისტემის მიხედვით 2024 წელი ციფრი „8“-ის ენერგიის გავლენით ჩაივლის, რადგან 2+0+2+4-ის ჯამი სწორედ 8-ს უდრის. „რვიანს“ პლანეტა სატურნი მფარველობს, რომელიც პასუხისმგებლობას, წესიერებას, სერიოზულობას განასახიერებს და ცოდნის, გამოცდილების შეძენის, პიროვნული ზრდის, ლიდერობის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას იძლევა, ამიტომ მომავალ წელს სწორედ ის მიაღწევს წარმატებას, ვინც პრაგმატულად და თანამიმდევრულად იმოქმედებს, დაუღალავად იშრომებს და ემოციების მართვას ისწავლის.



ამასთანავე, „რვიანი“ ძალაუფლებასთან, მატერიალურ ფასეულობებსა და სტაბილურობასთან ასოცირდება. ასე რომ, თუ დიდი ხანია გეგმავთ ბინის შეძენას, ბიზნესის გაფართოებას ან საინტერესო პროექტებში კაპიტალის დაბანდებას, 2024 წელი იდეალურია მსგავსი მიზნების რეალიზებისთვის.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღმოსავლურ ფილოსოფიაში „რვიანი“ კარმულ ციფრად და სამართლიანობის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ 2024 წელს ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. გამოთქმა „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ - ზუსტად რომ დროულია, რადგან წარსულის მოქმედებები სწორედ ახლა შეჯამდება და ყველას ასმაგად დაუბრუნდება რვა წლის მანძილზე გაცემული პოზიტივი და ნეგატივი.

პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს „რვიანი“ რომანტიკულ ურთიერთობაშიც, რადგან წყვილებს დიდი ხნის ნანატრ ჰარმონიასა და სტაბილურობას მოუტანს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვა, პარტნიორის მიმართ მეტი მზრუნველობისა და პატივისცემის გამოჩენა, მათ კი, ვისაც უთანხმოება აქვთ, სწორედ წელს მოუწევთ სერიოზული არჩევანის გაკეთება, რათა ან კომპრომისით, დათმობით მოაწესრიგონ ურთიერთობა ან საბოლოოდ დასვან წერტილი.


2024 წლის მნიშვნელოვანი თარიღები

8 მარტი - დედამიწის მაღალ ვიბრაციაზე გადასვლის დღე. არ გაუშვათ ხელიდან ცოდნის შეძენის, ახალი და საჭირო ინფორმაციის მიღების შანსი.

12 აპრილი - განწმენდის რთული, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი დღეა. სასურველია მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყოთ, რათა თვითონაც მაქსიმალურად „გასუფთავდეთ“ და თქვენს გარშემო სივრცეც სრულად გაწმინდოთ.

11 მაისი - ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი დღეა. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე ახლობლებთან ერთად. არ აჰყვეთ ცდუნებებს, იმოქმედეთ საღი გონებით და მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

14 ივნისი - ძლიერი ენერგეტიკული ნახტომის დღე. სასურველია განახორციელოთ ცვლილებები, განაახლოთ გარდერობი და ბინის ინტერიერი მეტი მყუდროების შესაქმნელად.

5 ივლისი - მეტად ემოციური დღეა. გამოიჩინეთ თავშეკავება, არ ღირს ყველა წვრილმანზე მტკივნეულად რეაგირება და საკუთარი ემოციებით სხვების შეწუხება.

10 სექტემბერი - ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. მართალია, ბევრისთვის შინაგანი „გარდაქმნა“ რთული და მტკივნეული იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს რეალობასთან პირისპირ შეხვედრა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელთაც დიდხანს გაურბოდა.

2 ოქტომბერი - მზის დაბნელება. ბევრს იზოლაციის, მარტოობის შეგრძნება გაუჩნდება, რადგან ახლობლებთანაც გაუჭირდება ურთიერთობა.

24 ნოემბერი - მორიგი ტრანსფორმაციის დღეა, თუმცა ამჯერად ცვლილებების განხორციელება არა საკუთარი სურვილით, არამედ სამყაროდან ნაკარნახევი მინიშნებების ამოცნობით მოგიწევთ.


2024 წლის პირადი პროგნოზი და ციფრების მნიშვნელობა

ძალიან მარტივია საკუთარი „წლის ციფრის“ გამოთვლა და 2024 წლის პირადი პროგნოზის გაგება. საჭიროა მხოლოდ დაბადების თარიღისა და მიმდინარე წლის დაჯამება ერთმნიშვნელოვან ციფრამდე. მაგალითად, ის, ვინც 31 დეკემბერსაა დაბადებული, ყველა ციფრს შეკრებს (3+1+1+2+2+0+2+4=15, 1+5=6) და სწორედ საბოლოოდ მიღებულ ციფრს ანუ „ექვსიანს“ ჩათვლის საკუთარ სიმბოლოდ მომავალი წლისთვის.

ციფრი 1 - ლიდერობის, დამოუკიდებლობისა და თვითდამკვიდრების სურვილს განასახიერებს. „ერთიანის“ მფლობელებისთვის 2024 წელი ახალი იდეებისა და პროექტების, პერსპექტიული სამსახურისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების წელი იქნება.

ციფრი 2 - ჰარმონიას, თანამშრომლობასა და ბალანსს სიმბოლიზირებს. „ორიანის“ მფლობელები პარტნიორულ ურთიერთობას გააუმჯობესებენ, რადგან მომავალ წელს სწორედ თანამშრომლობა და კოლექტიური მუშაობა გახდება წარმატების მომტანი.

ციფრი 3 - თვითგამოხატვისა და შემოქმედების სიმბოლოა. „სამიანის“ მფლობელებმა მეტი ფანტაზია და შემოქმედებითი ნიჭი უნდა გამოავლინონ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევას.

ციფრი 4 - სტაბილურობას, შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობას განასახიერებს, ამიტომ „ოთხიანის“ მფლობელებისთვის მომავალი წელი შენებისა და ახლის შესაქმნელად მყარი საფუძვლის „ამოშენების“ წელი იქნება. მართალია, წინა წლებთან შედარებით ბევრად ინტენსიურად მოუწევთ მუშაობა, მაგრამ შრომა სრულად აუნაზღაურდებათ.

ციფრი 5 - თავისუფლებასთან, თავგადასავლებთან და ცვლილებებთან ასოცირდება. „ხუთიანის“ მფლობელებისთვის 2024 წელი ცვლილებებისა და განახლების, ახალი ნაცნობობისა და შთაბეჭდილებების მომტანი იქნება.

ციფრი 6 - მზრუველობას და მფარველობას სიმბოლიზირებს. „ექვსიანებისთვის“ პრიორიტეტული ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა გახდება, თუმცა მეტი დროის დათმობა და ყურადღების გამოჩენა მოუწევთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

ციფრი 7 - წარსულის გააზრებას, ფაქტების გაანალიზებას და შეცდომების აღიარებას უკავშირდება, ამიტომ „შვიდიანისთვის“ 2024 წელი სულიერი ზრდისა და თვითშემეცნების წელი იქნება.

ციფრი 8 - ამბიციებს, ძალაუფლებისა და მატერიალური სიკეთის მოპოვების სურვილს განასახიერებს. „რვიანს“ კარგი შანსი მიეცემა ავტორიტეტის განმტკიცებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, კარიერული წინსვლისა და დაწინაურებისთვის.

ციფრი 9 - ჰუმანიზმსა და თანაგრძნობის უნარს სიმბოლიზირებს, ამიტომ „ცხრიანისთვის“ ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეობა და სხვათა დახმარება გახდება პრიორიტეტული.



ვის გაუმართლებს სიყვარულში

2024 წელს პირად ცხოვრებაში ყველაზე მეტად მათ გაუმართლებთ, ვისი „წლის ციფრი“ 2 და 6-ია. „ორიანი“ - საიმედო ურთიერთობას ნიშნავს, მისი ენერგია კი, მეგობრული, საქმიანი და სასიყვარულო კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს. „ექვსიანის“ მფლობელებს პოზიტიური ცვლილებები ელით საქმიან და რომანტიკულ ურთიერთობაში, ამიტომ ნუ შეგაშინეთ ძველი, „გაცვეთილი“ ურთიერთობის დასრულება და ახლის დაწყება, რადგან სწორედ წელს გაქვთ ნამდვილი სიყვარულის პოვნის შანსი.

სიფრთხილის გამოჩენა მართებთ „ხუთიანებს“, რათა არ აღმოჩნდნენ ავანტიურასა და იმ ფარულ ურთიერთობაში გაბმული, რომლის გამოაშკარავება სერიოზულ ზარალს მოუტანს.


ვის ელის პროფესიული წარმატება

კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება პირველ რიგში „ერთიანის“, „ოთხიანისა“ და „რვიანის“ მფლობელებს ელით, რადგან სწორედ ამ ციფრების ენერგია განსაზღვრავს სტრატეგიულ აზროვნებას, შედეგიან მუშაობას და ახალი ბიზნესის დაწყებას. მთავარია, არ შეუშინდეთ აქტიურად მოქმედებას და თამამად გამოთქვით საკუთარი იდეები, წინსვლა კი, იმდენად სწრაფი და სერიოზული იქნება, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ.

„ოთხიანი“ წარმატებას ცოდნის გაღრმავებისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით მიაღწევს, ამიტომ არ ღირს წვრილმან პრობლემებზე მოცდენა, უმჯობესია დასახოთ მასშტაბური გეგმა და სწორედ მის განხორციელებაზე იზრუნოთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.