ავტომობილების განბაჟებით 2023 წელს ბიუჯეტში რეკორდული თანხა შევიდა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის
მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში მსუბუქი
ავტომობილების განბაჟებით ბიუჯეტში რეკორდული თანხა 335 მილიონი ლარი
შევიდა.
2022 წელთან შედარებით ავტომობილების განბაჟებიდან სახელმწიფოს მიერ
მიღებული საგადასახადო შემოსავალი 112 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით არის
გაზრდილი.
განბაჟებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების მატება ავტომობილებით
ვაჭრობის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. საქსტატის
მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში ავტოექსპორტმა 2 მილიარდ დოლარს
მიაღწია, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 1 მილიარდზე ნაკლები იყო.
საქართველოში შემოსული ავტომობილების ღირებულებამ კი გასული წლის 11
თეში 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც მთლიანად 2022 წელს
ის 1.7 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.
კიდევ ერთი ფაქტორი რამაც ავტოიმპორტი წაახალისა სავარაუდოდ 2013
წლამდე წარმოებულ ავტომობილებზე დაწესებული საიმპორტო შეზღუდვაა, რაც
2024 წლიდან ამოქმედდა.
საქართველოში ავტომობილის განბაჟების განაკვეთი ავტომობილის ძრავის
მოცულობაზეა მიბმული, თითოეული კუბური სანტიმეტრი შესაბამის თანხორბივ
მაჩვენებელზე მრავლდება. ამასთან ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში
განაკვეთი 60%-ით მცირდება. მაგალითად, 1 წლამდე 2,000 კუბური
სანტიმეტრის (2 ლიტრი) ავტომობილის განბაჟების სააქციზო განაკვეთია
3,000 ლარი. იგივე ავტომობილი ჰიბრიდის შემთხვევაში 1,200 ლარის
სააქციზო განაკვეთით დაბეგვრას ექვემდებარება.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ავტომობილების სააქციზო განაკვეთები
ძრავის თითოეული სანტიმეტრ კუბისთვის ასე ნაწილდება:
ა) 1 წლამდე, 1 სმ³. 1.50 ლარი
ბ) 1 წლის. 1 სმ³. 1.5 ლარი
გ) 2 წლის. 1 სმ³/ 1.5 ლარი
დ) 3 წლის. 1 სმ³. 1.40 ლარი
ე) 4 წლის, 1 სმ³. 1 ლარი
ვ) 5 წლის. 1 სმ³. 1 ლარი
ზ) 6 წლის. 1 სმ³. 0.8 ლარი
თ) 7 წლის. 1 სმ³. 0.80 ლარი
ი) 8 წლის. 1 სმ³. 0.80 ლარი
კ) 9 წლის. 1 სმ³, 0.9 ლარი
ლ) 10 წლის. 1 სმ³, 1 ლარი
მ) 11 წლის, 1 სმ³, 1 ლარი
ნ) 12 წლის, 1 სმ³, 2 ლარი
ო) 13 წლის, 1 სმ³, 1.8 ლარი
პ) 14 წლის, 1 სმ³, 2.1 ლარი
ჟ) 14 წელზე მეტის, 1 სმ³, 2 ლარი
0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის განსაზღვრული
აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60
პროცენტით მცირდება.
წყარო bm.ge