დაგროვებითი პენსიის ჯამური რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი ლარია
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით,
2024 წლამდე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 7 095-მა
ადამიანმა.
მათ მიერ მიღებული პენსიის ჯამური
რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი ლარია.
სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 1 477 000
ადამიანია, წმინდა ამონაგებმა კი 856,7 მილიონი ლარი შეადგინა.
საპენსიო სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, სად აქვს
მსოფლიოს მასშტაბით ინვესტირებული საკუთარი რესურსი. სააგენტოს
აქციები ასე ნაწილდება:
აშშ – 41,5%;
აზია (განვითარებული ნაწილი) – 18,5%;
ევროპა – 17,6%;
აზია (განვითარებადი ბაზრები) – 12,2%;
ლათინური ამერიკა – 8,3%;
კანადა – 1,9%.
თავდაპირველად, სააგენტომ მოქალაქეებს 1-თვიანი ვადა (2023 წლის 6
აგვისტოდან 6 სექტემბრამდე) მისცა მათთვის სასურველი პორტფელის
ასარჩევად. მოგვიანებით, 2028 წლამდე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის
ყველა მონაწილე დაბალრისკიან პორტფელში დატოვეს.