დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვა - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების
ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილისა
და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ
ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი
მიმდინარეობს.
სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, პენიტენციური
დეპარტამენტიდან ოქმია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს
პროცესზე გამოცხადება, ან დისტანციურად დასწრება შესთავაზეს, თუმცა,
მან უარი განაცხადა. მოსამართლის განმარტებითვე, სააკაშვილი უარის
მიზეზად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით
გაგრძელდება.
როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ
მოწმედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ყოფილი უფროსი თემურ
მღებრიშვილი ჰყავთ გამოძახებული.
ბასილაიას თქმით, მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს ასრულებდა
და მის მიერ გაწეული ხარჯები ჯანაშიას მიერ გაწეულ ხარჯებს ჰგავს.
აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს,
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა
ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის
ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.