„გაიცანით პატივცემული თაღლითი“ - ბაკურიანში ვიზიტორებს თანხებს არიცხინებენ და ქუჩაში ტოვებენ
ბოლო დღეებში, ბაკურიანში დასვენების
მსურველთა მოტყუების ფაქტები გახშირდა.
სოციალურ ქსელში არაერთი დაზარალებული წერს, რომ მოატყუეს, ბინის
ჯავშნის თანხა ჩაარიცხინეს და ადგილზე მისულები ღია ცის ქვეშ
დატოვეს.
„გაფრთხილება არ ენდოთ
მეგობრებო ეს ადამიანი ( ვინმე სოფო მარინა რომელიც როგორც გავიგე
სარგებლობს სხვა ექაუნთებითაც , მაგრამ თანხა ირიცხება ერთ
პიროვნებასთან ჰუსეინ გუსეინოვთან ) არის თაღლითი. ჩაგარიცხინებთ
ბინის დასაჯავშნად თანხას და ბოლოს აღმოჩნდებით ქუჩაში, არც სახლია
რეალური და არც ინფორმაცია რასაც გაწვდით , თუ გაგიმართლათ მანამდეც
მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე. მეორე დღეა მატყუებს რომ დამიბრუნებს
თანხას და კიდევ ბედავს და აქეთ აქვს პრეტენზიები.
მე არ ვიცი ვინ მისცა ამ ადამიანს ამდენის უფლება, მაგრამ ფაქტია რომ
ჩემსავით მოექცა კიდევ ბევრს.
საჯაროდ ამბის გამოტანის უფრო გეშინია ვიდრე იმის რომ საჩივარს
დაგიწერ. სანამ არ ვუთხარი რომ საჯაროდ გამოვიტანდი ინფორმაციას
მოწერაზეც არ შეიწუხა თავი. პოლიციაში ზარი იმავე დღეს
დავაფიქსირეთ.
მეგობრებო მე არ ვდებ პოსტს იმისთვის რომ შეწუხდეს და თანხა დააბრუნოს
, აქვე გეტყვი ღმერთმა შეგარგოს. ჩემი ინტერესი თქვენი გაფრთხილებაა ,
რისიც ასე ეშინია ამ ყალბ ექაუნთებს ამოფარებულ ადამიანს.
ბოდიში ,,ბიზნესში” ხელს გიშლი.“ - წერს ბაკურიანის ერთ-ერთ
სოციალურ ჯგუფში დაზარალებული.
„გაიცანით პატივცემული თაღლითი,
ბაკურიანში ამ ახალ წლებზე რამდენიმე ათეულ ადამიანს ჩვენი ჩათვლით
ჩაგვიშხამა ახალი წელი„
„გამარჯობა, ამ არაადეკვატურს თუ უჩივლეთ ვინმემ? გამოჩნდით
რა.. მეც დღეს ვაპირებ განვაცხადო“
„გამარჯობა ჯგუფის წევრებო, იცნობდეთ თაღლითს რომელიც
ჯავშნებს იღებს ბინებზე“
„გამარჯობათ... ესეიგი მოგეხსნენებათ აქაური თაღლითობების
შესახებ მეც ერთ ერთი მათგანი ვარ ვის გამოც დავკარგე 400 ლარამდე
თანხა.. ვერაფერს ვაკეთებ და ვახერხებ უკვე 2 დღეა ვწერ ვემუქრები და
ამაოდ... ბრთხილად იყავით გილოცავთ დამდეგს„
შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით დაიწყო,
რაც თაღლითობას გულისხმობს.