ახალი ამბები
კონკურსში გამარჯვებული ბორჯომის ნაძვის ხის ფოტოს ავტორი ბორჯომელი ანა გოგინაშვილია
ონლაინ გამოცემა ,,კომერსანტის'' მიერ გამოცხადებულ კონკურსში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნაძვის ხემ 4511 რეაქცია დააგროვა და გაიმარჯვა.

მოსახლეობამ სხვადასხვა ქალაქების საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეებს შორის ბორჯომის ნაძვის ხე აირჩია.

კონკურსში გამარჯვებული ბორჯომის ნაძვის ხის ფოტოს ავტორი კი ბორჯომელი ანა გოგინაშვილია. ფოტოების გადაღება ანას ჰობია. ბედნიერია რომ მისი გადაღებული ფოტო გახდა გამარჯვებული.

"სასწაული შეგრძნებაა. ფოტოების გადაღება ჩემი ჰობია, ძალიან მიყვარს და როდესაც ეს ჰობი უკვე ასეთ სახეს იღებს ძალიან სასიამოვნოა" - გვიპასუხა ანა გოგინაშვილმა. 


Print