ახალი ამბები
21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის დღე აღინიშნება
21 ნოემბერს მსოფლიოში ტელევიზიის დღე აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება გაერომ 1996 წელს მიიღო.

ტელევიზიის ჩამოყალიბების ისტორიას არცისე შორეულ წარსულში გადავყავართ. გასული საუკუნე მედიის ვიზუალური საშუალების პირმშოა. შავ-თეთრიდან ფერად გამოსახულებამდე ტელევიზიამ განვითარების დიდი გზა განვლო.


ინტერნეტეპოქის დადგომის მიუხედავად, ტრადიციული მედიის წარმომადგენელი დღემდე პოპულარულ და მასობრივ საშუალებად რჩება.


ტელევიზიის გაჩენით ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება მეტად ოპერატიული გახდა. კიდევ უფრო გაიზარდა სარწმუნოობის მაჩვენებელი, რადგან აუდიტორია ეცნობოდა არა მხოლოდ ჟურნალისტის მიერ მოყოლილ ამბავს, არამედ საკუთარი თვალითაც ხედავდა მას.




Print