დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი ბორჯომში
14:18 / 07.11.2023
დაცული ტერიტორიების პირველ
საერთაშორისო სამიტს საქართველოში ბორჯომი მასპინძლობს. სამიტის
მიზანია, ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული
მართვის პრაქტიკის გაცნობა.საკუთარ გამოცდილებას ქართველ
კოლეგებს მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა და საერთაშორისო
გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები სამი დღის
განმავლობაში გაუზიარებენ.