ახალი ამბები
შეხვედრა SJMC-ში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოსთან
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ ახალგაზრდული განყოფილებისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებიც. შეხვედრის მიზანი იყო ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების გამოკვეთა და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.
Print