საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში, ბორჯომის თოჯინების თეატრის ორი მსახიობი დაჯილდოვდა
19:36 / 13.09.2023
ბათუმის საერთაშორისო თოჯინების
თეატრალურ ფესტივალზე, თოჯინა "სოფის" როლის შესრულებისთვის
სპექტაკლში "შეშლილის წერილები", ქალის როლის საუკეთესო
შესრულებისთვის, ბორჯომელი მსახიობები დაჯილდოვდნენ.
საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში, ბორჯომის თოჯინების თეატრის
მსახიობები, ირინა კუბანსკი და თამარ გელაშვილი დააჯილდოვეს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 8 საკონკურსო სპექტაკლი. კონკურსში
მომაწილეობდნენ თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომის, გურჯაანის
და ბათუმის პროფესიული სახელმწიფო თეატრები.
ფესტივალი საქართველოს კულტირის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რედპუბლიკის განათლებისა და
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.