ახალი ამბები
შსს გურიაში სტიქიას გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი და მობილიზებლი ტექნიკა

"ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია
11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელ ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია",
- ნათქვამია შსს განცხადებაში.

მაშველებმა იპოვეს ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და გრძელდება 2
პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები.

შსს-ს თანახმად "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები."
Print