ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ სოფელ დვირში მოსახლეობდა დააზარალა
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი დააზარალა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე დვირულამ ყველაზე დიდი ზიანი სამ ოჯახს მიაყენა. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, ბაღები, სარდაფები, დაიხოცა შინაური ფრინველი, ჩამოიშალა საყრდენი კედელი.
Print