ახალი ამბები
ახალციხეში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოსპიტლის ექიმი, ზაზა მოსეშვილი ავრცელებს.

ნოე ყურუა 4,800 კილოგრამს იწონის, ხოლო მისი სიმაღლე 55 სანტიმეტრია.

მისი მშობლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიქინეთიდან არიან. ექიმის ცნობით, მშობიარობამ ფიზიოლოგიურად, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

წყარო: tv9news.ge

Print