ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს
ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს. შესრულდა ხალხური ტრადიციული ცეკვები და სიმღერები. ღონისძიება, ბორჯომში, კოსტავას სახელობის ბაღში გაიმართა.

ყოველი წლის 26 მაისს, ეროვნული დღესასწაული აღინიშნება, რუსეთის იმპერიისგან და საბჭოთა კავშირისგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ნიშნად. ამჯერად, საქართველომ დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავი იზეიმა.

Print