ახალი ამბები
"შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას" - ამერიკის საელჩოს მიმართვა საქართველოს
ამერიკის საელჩო საქართველოში, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და განცხადებით მიმართავს:

"თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
Print