ახალი ამბები
ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის სახლი გაქურდეს
ხაშურის სპორტი • Khashuri Sport -ის ინფორმაციით, გუშინ, ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ცნობილია, რომ გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდნენ. ამ რესტორანში მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები.
Print