ახალი ამბები
ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა
ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ესენია: ნივეას, ლორეალის, დავის, ინტეზას, ქლეარის, ექსეს და პალმოლივის პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა. ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული. ევროკავშირში აღნიშნული ნივთიერების შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის გაყიდვა შარშან აიკრძალა. დადგინდა, რომ ნივთიერების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მუცლად მყოფი ბავშვი.

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).

ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე:

https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/detail/10000149?lang=EN

მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ასევე იხილოთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6803

ინფორმაციას მომხმარებელი.ge. ავრცელებს.

Print