ახალი ამბები
"თქვენ ბედნიერი გეგონეთ" - ნოდარ გრიგალაშვილის ლექსების კრებული დაიბეჭდა
"თქვენ ბედნიერი გეგონეთ" - ასე ჰქვია ნოდარ გრიგალაშვილის ლექსების კრებულს, რომლის პრეზენტაცია 14 მაისს, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართა.
წიგნი, ავტორის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა და ნოდარ გრიგალაშვილის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ დაიბეჭდა.

წიგნში შესულია გარდაცვალებამდე ავტორის მიერ დაწერილი ლექსებიც.

ნოდარ გრიგალაშვილი პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, პოლიტიკოსი - მეგობრებმა, თანამოაზრეებმა, ოჯახის წევრებმა და უბრალოდ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს, ახლადგამოცემული წიგნი საჩუქრად გადაეცათ.


Print