ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან თანხა ჩაერიცხათ
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან, 300 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ.

ბორჯომში II მსოფლიო ომის 2 ვეტერანი და 7 მათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.

აღნიშნული სოციალური პროგრამით II მსოფლიო ომის ვეტერანები ასევე სარგებლობენ ახალ წელს, აღდგომასა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.


Print