სახელმწიფო რწმუნებულების
ადმინისტრაციების 37 მოქმედი თანამდებობის პირიდან 2022-2023 წლებში
დეკლარაცია 7-მა ხარვეზებით შეავსო.
მათ შორის არიან სამცხე-ჯავახეთის
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ზურაბ ხაჩიძე და შოთა
როსტიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო ავრცელებს.
ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
მოადგილე.
ზურაბ ხაჩიძემ 2022 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა
მის თანასაკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც თბილისში, ანჯაფარიძის
ქუჩაზე მდებარეობს. ასევე არ აღნიშნა, რომ მეუღლე - ნატალია ჟორდანია
ფლობს სამ ბინას (93.60 კვ.მ; 87.94 კვ.მ; 95.63 კვ.მ), სარდაფს (2.9
კვ.მ.) და ორ სხვენს (62.31 კვ.მ; 29.49 კვ.მ.), საერთო ფართობით
368.97 კვ.მ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე. ზურაბ ხაჩიძემ დეკლარაციაში
ასევე არ ასახა 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე
მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობაც. აღსანიშნავია, რომ ზურაბ
ხაჩიძე საჯარო სამსახურის ბიურომ 2022 წელს დააჯარიმა დეკლარაციაში
სხვადასხვა დარღვევების გამო - ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა
თავისი და თავისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო
საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე,
არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და
დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე
არსებული თანხა. საყურადღებოა, რომ ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს
მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე
ინფორმაცია.
შოთა როსტიაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილე.
შოთა როსტიაშვილს 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს
აღნიშნული, რომ იგი ფლობს თბილისში, მუხიანში მდებარე ბინას (132
კვ.მ.) და მცხეთაში, სოფელ წეროვანში მდებარე მიწის სამ ნაკვეთს,
13,454 კვ.მ. ჯამური ფართობით. როსტიაშვილმა დეკლარაციაში ასევე არ
აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ნინო გახარია თბილისში, ქარელის ქუჩაზე
მდებარე მიწას და მასზე განთავსებულ შენობას, ხოლომცხეთაში, სოფელ
წეროვანში 5,022 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს. თანამდებობის პირების
ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი
კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო” მიმართავს
საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე,
შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით.
ვრცლად ნახეთ აქ