ახალი ამბები
ბორჯომში ავარიის დროს დაშავებული 13 პაციენტიდან კლინიკაში 5 რჩება
გუშინ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავებული 13 პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გვიან ღამით ორ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებულების ნაწილმა კლინიკა გვიან ღამით დატოვა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბარაბაძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 5 პაციენტი რჩება, მათ შორის ორი ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


Print