ახალი ამბები
ბორჯომის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზა იწმინდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზის წმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბაკურიანიდან მაღალმთიან სოფლებთან: მოლითთან, ტაბაწყურთან, ბალანთასთან და ჭიხარულასთან დამაკავშირებელი გზა თოვლისაგან იწმინდება.  

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო, ზემოთ აღნიშნული გზის მონაკვეთი, ოქტომბრიდან აპრილამდე იკეტება.

(R)






Print