ახალი ამბები
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
თბილისის დროით 15:54 საათზე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:50 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

Print