ახალი ამბები
კულტურის მინისტრი დღეს ბორჯომში ახლადრეაბილიტირებულ თეატრს გახსნის
დღეს, 10 აპრილს, 18:00 საათზე, ბორჯომის ახლადრეაბილიტირებული თოჯინების სახელმწიფო თეატრი გაიხსნება.
თეატრს ოფიციალურად გახსნის კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. ცერემონიას დაესწრებიან სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.


საღამოზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „საქართველო“.

ასევე, გაიმართება საიტის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი ხუთივე თეატრის საინფორმაციო ბაზას.

გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაერთიანებასა და ბაზის ბანკს შორის.



Print