ახალი ამბები
ბორჯომის მეოთხე სკოლის პედაგოგი ლია ბიბილაშვილი გარდაიცვალა
ბორჯომის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი ლია ბიბილაშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის 50 წლის მანძილზე ასწავლიდა სკოლაში გეოგრაფიას. ბოლო წლებში, ლია ბიბილაშვილი ავადმყოფობდა.


მას ხუთშაბათს, 13 აპრილს, ბორჯომში დაკრძალავენ. 


ტელეკომპანია "ბორჯომი" სამძიმარს უცხადებს გაზეთ "ბორჯომის" რედატორს ვალერიან ლომიძეს, მეუღლის - ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო.
Print