ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა ბორჯომში, ცესკოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე
სტრატეგიულ დაგეგმვასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე დაიწყეს მუშაობა ბორჯომში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა. შეხვედრა გახსნეს ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის გენდერის და ინკლუზიის მენეჯერმა მირანდა ტყაბლაძემ და ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მაია ზარიძემ. მოწვეულ ექსპერტთან ირმა პავლიაშვილთან ერთად, წარმოდგენილი იყო ცესკოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტის შეფასების ანგარიში, მიგნებები და რეკომენდაციები. საბოლოო ჯამში, ცესკო 2 დღის განმავლობაში შეიმუშავებს, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტებს და საბჭოს სამოქმედო გეგმას.
Print