ახალი ამბები
ქვაბისხევსა და ჭობისხევში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და ჭობისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვაბისხევში ეკლესიასთან მისასვლელი და ჭობისხევის საჯარო სკოლის უკან მდებარე უბანში არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.

შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

(R)
Print