ახალი ამბები
ლიკანის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაემატება
ლიკანის მიმართულებით კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი დაემატება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და ა (ა)იპი „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა მოსახლეობის თხოვნა და 3 აპრილიდან ლიკანის მიმართულებით ერთი ავტობუსი დაემატება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გათვალისწინებული იქნა ადგილობრივების თხოვნა და ერთი საათის ნაცვლად ყოველ ნახევარ საათში იმოძრავებს ავტობუსი.

(R)

Print