ახალი ამბები
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
Print