Error
ახალი ამბები
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სამი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება
მიმდინარე წელს ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

საკურორტო ქალაქის იერ-სახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში ჯამში, 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდება.


(R)


Print