ახალი ამბები
საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის მიტოვებული რეაბილიტაცია მეორედ დაიწყება
ბორჯომში საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი, მუნიციპალიტეტის მერიამ მეორედ გამოაცხადა. უკვე გამოვლენილია ინდ. მეწარმე ვასილ მჭედლიძე, რომელიც დარჩენილ სამუშაოებს 61 444 ლარად შეასრულებს.

შენობის რეაბილიტაცია გასული წელის ბოლოს მიმდინარეობდა, თუმცა დაწყებული სამუშაოები ერთ-ერთმა კონტრაქტორმა კომპანიამ ნახევრად შეასრულა და მიატოვა. შენობის ხელახალი რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს.


Print