ახალი ამბები
ბათუმი-ახალციხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერის ჩამოსვლის გამო, აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

Print