ახალი ამბები
ახალ უბანში ნაპირსამაგრი კედლის და გზის რეაბილიტაცია შეჩერდა
ბორჯომში, ახალ უბანში, დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლისა და გზის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა. აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგ განახლდება, რაც მდინარე მტკვრის დონე დაიწევს და ტერიტორიაზე ტექნიკის მუშაობა იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „შპს საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს. პროექტის მიხედვით კედლის რეაბილიტაცია სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
Print