ახალი ამბები
ბორჯომში შვიდსართულიანი კორპუსების რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 14 მარტს გამოაცხადა. ტენდერით გათვალისწინებულია ქ. ბორჯომში რუსთაველის ქ. N57, N63, N69. N71-სა და N73-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (ე.წ. შვიდსართულიანების) ფასადებისა და სახურავების, ასევე კორპუსების მიმდებარედ არსებული კომერციული ფართების (ფასადი, სახურავი) სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

წინადადებების მიღება 27 მარტს დასრულდება.

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში.

Print