ახალი ამბები
"საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც აქციაზე ვიყავით" - დედა სიდონია
დედა სიდონიას განცხადებით, საპატრიარქო გეგმავს საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით.

"ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით...

ხმამაღლა ვაცხადებ, მე მონაზონი სიდონია ვიდგები ყოველთვის და ყველგან, იქ სადაც იდგება ჩვენი ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდობა!

არ შემშინებია!
არ მეშინია!
არ შემეშინდება!
დიდება ევროპულ საქართველოს!"
- ამბობს დედა სიდონია.
Print