ახალი ამბები
არასამთავრობოები ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე იყვნენ დაკავებულები
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააუქმოს ჯარიმები და შეწყვიტოს საქმის წარმოება იმ პირების მიმართ, რომლებიც 7–8 მარტს ე.წ აგენტების კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე დააკავეს.

საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.


„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“
- ნათქვამია განცხადებაში.




განცხადებას ხელს აწერენ:



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

Women’s Initiatives Supporting Group

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

Rights Georgia / უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
Print