"არსებობს რეესტრი, სადაც ასახულია მაუწყებლებს საიდან რა თანხა ერიცხებათ" - ნათია კუპრაშვილი
16:32 / 12.03.2023
ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის
ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, "არსებობს რეესტრი,
სადაც, მაუწყებლები, კანონის ფარგლებში, კვარტალში ერთხელ აქვეყნებენ
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ მედია საშუალებას რა თანხა
ჩაერიცხა და რომელი ქვეყნიდან.მისი განმარტებით, კანონის მიღების
მიზანი, დამოუკიდებელი მედიისთვის "აგენტის" "ჯაშუშის" სტატუსის
მინიჭება იყო და არა გამჭვირვალობა. ნათია კუპრაშვილი განმარტავს, თუ
რა სხვაობაა "რუსულ" და "ამერიკულ" კანონპროექტებს შორის. ინტერვიუს
ვრცლად მოუსმინეთ "კვირის ამბებში".