ახალი ამბები
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები რეგიონიდან
35 წინააღმდეგი, 1 მომხრე, მწვანეს შემდეგ, ამჯერად წითელი ღილაკი - რამდენიმე დღიანი მასშტაბური პროტესტის შედეგად. პარლამენტმა, პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტი „აგენტების“ შესახებ ჩააგდო. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ჯერ ბიუროს, შემდეგ კი პლენარული სხდომა გაიმართა. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელიც დღეს განიხილეს დეპუტატებმა. კანონპროექტის ჩაგდების შესახებ მმართველ გუნდში განცხადება გუშინ გააკეთეს. „ქართულ ოცნებაში“ თავდაპირველად თქვეს, რომ კანონპროექტს გაიწვევდნენ, თუმცა ამ განცხადებას მოყვა სფეროს სპეციალისტების განმარტებები შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით, აქცია კი კვლავ გაგრძელდა. სწორედ ამ გამოხმაურების შემდეგ , ოცნებამ ბიუროს და პლენარული სხდომები ჩანიშნა, სადაც მოქალაქეებს პირობა მისცა რომ კანონპროექტს ჩააგდებდნენ. მიმდინარე პროცესები და მიღებული გადაწყვეტილება შეაფასეს სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებმა.
Print