Error
ახალი ამბები
სამხედრო სავალდებულო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ.

• ახალი კოდექსით, სტუდენტებს, ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, არდადეგებისა და უქმეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ:

• თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;

• ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;

• ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

Print