ახალი ამბები
აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს
სამართალდამცველებმა პარლამენტთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.

შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა აქციის მონაწილეებს, მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ.

აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. სპეცრაზმის წინ მოქალაქეებმა საქართველოს დროშები გაშალეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი ქმედება მშვიდობიანია და დაშლას არ აპირებენ. აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

Print