ახალი ამბები
"ჩვენს საქმიანობაზეა დამოკიდებული შშმ პირთა მდგომარეობა საქართველოში" - მაია შიშნიაშვილი
მაია შიშნიაშვილი ა(აიპ) "ხელი ხელს" დამფუძნებელია. ორგანიზაცია 2011 წლიდან მუშაობს და შშმ პირებს აწვდის საოჯახო ტიპის საცხოვრისებს. დღემდე 50 ადამიანია დიდი თავშესაფრებიდან გადაყვანილი. პერსონალური ასისტირების პროგრამას კი 30 ადამიანს უწევენ. ორივე სერვისის მოდელი უკვე დაინერგა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით. "ხელი ხელს" ასევე მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. ამ შესაძლებლობებით კი შშმ პირებს დახმარებას უწევს. მაია შიშნიაშვილი შიშობს, რომ კანონპროექტის "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, დამტკიცების შემთხვევაში, ბენეფიციარები ამ მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან.




Print