ახალი ამბები
"ინიცირებული კანონპროექტები რიგით მოქალაქეებსაც დააზარალებს" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, "ხალხის ძალას" ინიცირებული კანონპროექტები, მედიის და არასამთავრობო სექტორის გარდა, რიგით მოქალაქეებსაც დააზარალებს, ამიტომ მის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. მოსახლეობამ საქართველოში რუსული კანონის მიღება არ უნდა დაუშვას.


პარლამენტში "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის დასაწყებად ემზადებიან. პარალელურად მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ. პერიოდულად ადგილზე ვითარება იძაბება, ჟურნალისტებს და სამოქალაქო სექტორს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.


წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"
Print