ახალი ამბები
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით:

2016 — 8 775
2017 — 12 060
2018 — 20 950
2019 — 22 765
2020 — 8 905
2021 — 14 970
2022 — 28 797

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა და ბანგლადეშელებმა.



Print