ახალი ამბები
მუნიციპალიტეტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსებას ზრდიან
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის მუნიციპალიტეტებიდან გამოყოფილი თანხები ორმაგდება. თუ გასულ წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლისთვის განსაზღვრულ თანხას,  მუნიციპალიტეტი იგივე თანხას ამატებდა, მიმდინარე წელს გაორმაგებული თანადაფინანსება იქნება. მაგალითად თუ სოფელი ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 000 ლარით ფინანსდება, მუნიციპალიტეტი 60 000 ლარს დაუმატებს და შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური თანხა 90 000 ლარით იქნება განსაზღვრული.

საკითხი დღეს ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.



Print