ახალი ამბები
დღეს ბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი დღეს 67 წლის გახდა. ის 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში დაიბადა. ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 413-ე ადგილზეა და მისი ქონება 5.92 მლრდ დოლარს შეადგენს.



Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება, პოსტსაბჭოთა რუსეთში, 1990-იან წლებში, რკინის მადნის, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების ბიზნესით გამოიმუშავა.



1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დონორი ივანიშვილის ოჯახია. ფონდის მეშვეობით მან მრავალი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.


2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო დააფუძნა.



ივანიშვილი 2012-2013 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.



2018 წელს ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ.



2021 წელს მან ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
Print